რატომ მოკლეს ნავალნი?

26.02.24 20:15
რატომ მოკლეს ნავალნი?

ნავალნის მკვლელობით პუტინმა ტყვეთა  გაცვლის გეგმა ბოლო მომენტში ჩაშალა. რუსი ოპოზიციონერის ბურუსით მოცულ საქმეში ახალი დეტალები მისმა გუნდმა გამოიძია.  ნავალნის გაცვლა "ეფ ეს ბეს" აგენტ კრასიკოვში უკვე გადაწყვეტილი იყო.  კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში  სასჯელს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო იხდის, რუსეთს გადაეცემოდა, სამაგიეროდ დასავლეთი ნავალნის დაიხსნიდა. მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზე  იყო, როცა პუტინმა გეგმა შეცვალა. 

მთავარი შუამავალი გერმანიასა და კრემლს შორის რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი იყო. სწორედ მან მიუტანა პუტინს წინადადება ტყვეთა გაცვლის შესახებ, რომელსაც რუსი დიქტატორი თავიდან დათანხმდა. ცნობილია, რომ  პუტინი სპეცსამსახურების ჩავარდნილ და გაშიფრულ  აგენტებს ციხეში არ ტოვებს. ეს სისტემისთვის სახიფათოა. თუმცა როგორც ჩანს ნავალნის თემა დიქტატორისთვის  განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ნავალნის გაშვება პუტინისთვის  კიდევ უფრო დიდი საფრთხე იყო, ვიდრე სისტემის რეპუტაციის შენარჩუნება.

მსგავსი სიახლეები