თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

27.02.24 11:17
თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

ქვეყნის მასშტაბით ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს - ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულია სამი ადამიანი.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა", - წერია განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები