სავარაუდო ბულინგი პირველკლასელზე - დაწყებულია გამოძიება

27.02.24 11:32
სავარაუდო ბულინგი პირველკლასელზე - დაწყებულია გამოძიება

მშობელმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მის პირველკლასელ შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცავებს მიმართა. 

ახლა პოლიციამ უნდა დაადგინოს, გააშიშვლეს თუ არა მოზარდი თანატოლებმა და ჰქონდა თუ არა ჯგუფურ ანგარიშსწორებას ადგილი. 

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. სკოლაში ამტკიცებენ, რომ  ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ. 

რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას სკოლის ადმინისტრაცია მას კატეგორიულად გამორიცხავს. 

"თამაშის შედეგად შეიძლება ჩვენც ისე გავეხუმროთ ერთმანეთს, რომ წავიქცე, რამე დამემართოს, არაა გამორიცხული. მშობელი თვითონაა განწყობილი, რომ მოვთხოვეთ, რომ ბავშვებს ვერ ეწყობა ეს ბავშვი და ვთხოვეთ გადაეყვანა სხვა სკოლაში, კი თქვა გადავიყვანო, მაგრამ თურმე ამზადებდა ისეთ რამეს, დაწერა ის, რაც შეიძლება პირიქით ყოფილიყო ამ ბავშვის მხრიდან", - ამბობს მასწავლებელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. "მთავარის" ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა.

მსგავსი სიახლეები