ქედაში საცხოვრებელი კორპუსი იწვის
ქედაში საცხოვრებელი კორპუსი იწვის - ცეცხლი ბოლო სართულზე არსებულ სხვენში გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. კორპუსში მცხოვრები ადამიანები ევაკუირებულები არიან. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რამ გამოიწვია ხანძარი ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: TV25