რუსეთის მოქალაქეს საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები შემოჰქონდა - სპეცოპერაციის დეტალები
სპეცოპერაცია თბილისის აეროპორტში, აჭარასა და სამეგრელოში - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით "მეტამფეტამინი" და მკვლელი ნივთიერებები შემოჰქონდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში მოქალაქეს ნარკოტიკების გასასაღებლად ქვეყნაში მთელი ქსელი ჰქონდა აწყობილი და თბილისის გარდა წამალს, სავარაუდოდ, რეგიონებშიც ყიდდა. ჩხრეკის დროს პოლციამ სასწორები, ფული და დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც ამოიღო.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ცოლ-ქმარი, რომლებსაც ნარკორეალიზატორობის ბრალდებით ხელბორკილები სამეგრელოში დაადეს.
ადვოკატების თქმით, დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები დუმილის უფლებას იყენებენ. რაც შეეხება ზუგდიდში დაკავებულ ცოლ-ქმარს, რომელთაც, მათი უფლებადამცველების თქმით, ისინი პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.
ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
არ არის გამორიცხული, გამოძიების მსვლელობისას მუხლი დამძიმდეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.