ნარკორეალიზატორებმა 16 წლის კურიერი დააჭერინეს და ციხეში გაუშვეს - ელისო კილაძე

27.02.24 13:20
ნარკორეალიზატორებმა 16 წლის კურიერი დააჭერინეს და ციხეში გაუშვეს - ელისო კილაძე

ელისო კილაძე "პირველებს" სკანდალურ ინფორმაციას უმხელს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ნარკორეალიზატორებმა პოლიციას 16 წლის კურიერი იმის გამო დააჭერინეს, რომ მან ნარკოტიკების გასარებაზე უარი თქვა.

კილაძის თქმით, ე.წ. სელერები უკვე შანტაჟის გზასაც ადგანან, რადგან კურიერებზე შესარჩევი კონკურსი ჩაუვარდათ და ხალხი არარ ჰყავთ, ვისაც ნარკოტიკების გასაღებაზე დაითანხმებენ.

კურიერები რეალურად ვეღარ არსებობენ, შესარჩევი კონკურსი ფაქტობრივად ჩავარდა. 8000 დოლარზეა უკვე თე აყვანილი. გარდა იმისა, რომ დანაშაულია, ე.წ. სელერები უკვე შანტაჟის გზასაც ადგანან და მე მაქვს ახალი ინფორმაცია, მაგალითად ისტორია იყო ასეთი, რომ 16 წლის კურიერს, რომელმაც ამ სქემიდან გამოსვლა მოინდომა, დააშანტაჟეს და როცა შანტაჟმა არ გაჭრა, ვირაცების მეშვეობით დააწერინეს და 16 წლის ბავშვი გაუშვეს ციხეში", - ამბობს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკორელიზატორების საიდუმლო სქემის შესახებ მაყურებელმა "შაბათის ეთერიდან" შეიტყო.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს ქსელი, რომელიც ნარკორეალიზატორებს ტელეგრამ არხებში აქვთ აწყობილი.

დღეს, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები