სავარაუდო ბულინგი პირველკლასელზე - გამოკითხვების სერია ბათუმის სამმართველოში

27.02.24 14:10
სავარაუდო ბულინგი პირველკლასელზე - გამოკითხვების სერია ბათუმის სამმართველოში

 

 

 

გამოკითხვების სერია ბათუმის სამმართველოში - საგამოძიებო უწყებას ჩვენებას იმ სკოლის პედაგოგები აძლევენ, სადაც პირველკლასელი ბავშვი დედის მტკიცებით, ჯერ გააშიშვლეს, შემდგ კი სასტიკად სცემეს.

მასწავლებლემა სამართალდამცველეს უთრეს ის, რაც მანამდე "პირველებს" განუცხადეს, რომ ინციდენტი დასვენების დროს მოხდა და რომ სკოლაში ბულინგს ადგილი არ ჰქონია.

მე არ მესმის უარყოფითი  საზოგადოებრივი აზრი რატომ შეიქმნა სკოლაზე სადაც ჩემი შვილი და ჰყავს.
ჩემი შვილისგან ვიცი, რომ ბავშვი, რომელიც ახლა ლაპარაკობს ბულინგზე, თვითონ იყო ჩხუბისთავი, მაგრამ ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა. ნუ ტეხთ ჭიქაში ქარიშხალს. ამ სკოლის 
დირექტორს ძალიან უყვარს ყველა მოსწავლე და ასეთი თავდასხმა სკოლის პედაგოგებზე მიუღებელია", - ამბობს სამმართველოდან გამოსული მასწავლებელი.

"პირველების" ინფორმაციით, პოლიციას ჩვენება უკვე მისცა დაზრალებულმა მოსწვალემაც, რომელსაც ჯგუფური ძალადობის შემდეგ დაზინებების კვალი ახლაც ეტყობა. ახლა მთავრი კითხვაა, დადგება თუ არა პედაგოგების პასუხიმგებლობის საკითხი, რადგან ბავშვის მშობელი ამტკიცებს, რომ ძალადობის ფაქტს სკოლის ადმინისტრაცია უყურებდა, თუმცა რეაგირება არ მოახდინა.

სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. სკოლაში ამტკიცებენ, რომ  ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ. 

რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას სკოლის ადმინისტრაცია მას კატეგორიულად გამორიცხავს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. "მთავარის" ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა.

მსგავსი სიახლეები