28 წლის ნეპალელ კაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა - საქართველოს მოქალაქეს 8-დან 25 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

27.02.24 14:24
28 წლის ნეპალელ კაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა - საქართველოს მოქალაქეს 8-დან 25 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მკვლელობა პოლონეთში - ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 28 წლის ნეპალელ მამაკაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა. 

საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია ორი უკრაინელი ქალიც, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღის მოშორებას შეეცადნენ.

მკვლელობა ერთ-ერთ წვეულებაზე, 25 თებერვალს მოხდა. 

მსგავსი სიახლეები