სპეცოპერაცია ზუგდიდში - ე.წ. ბარიგობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა
ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული ცოლ-ქმარი სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - ე.წ. ბარიგობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქეების სახლიდანაც პოლიციამ დიდი ოდენობით "ამფეტამინი", "კოკაინ" და სხვადასხვა მკვლელი ნივთიერებები ამოიღო.
53 წლის მოქალაქეები მოსამართლეს არწმუნებდნენ, რომ ნარკოტიკს არ ყიდდნენ და თავად მოიხმარდნენ.
დაკავებულთა სახლიდან პოლიციამ ელექტრონული სასწორები და დიდი ოდენობით დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკი ამოიღო.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე გუშინ დააკავა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.
ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.