რუსთავში 40 წლამდე კაცი ეზოში ჩაცხრილეს - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

27.02.24 18:09
რუსთავში 40 წლამდე კაცი ეზოში ჩაცხრილეს - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

რუსთავში მომხდარი სასტიკი მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია - "პირველების" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი მეზობელმა კორპუსის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

"პირველებმა" გაარკვია, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.

საუბარია ძველ დავაზე, რომელიც მეზობლებს შორის ბევრი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები