ვინ არიან ზუგდიდში ნარკოდანაშულისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი - ექსკლუზიური დეტალები

27.02.24 20:07
ვინ არიან ზუგდიდში ნარკოდანაშულისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი - ექსკლუზიური დეტალები

 

 

გავა თუ არა გამოძიება ნარკორეალიზატორების მასშტაბურ ქსელზე? რუსი ცოლ -ქმარი, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით დააკავეს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მათი ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია 27 გრამი მეტადონი. ფულს და ნარკოტიკების დაფასოებისთვის აუცილებელ ინვენტარს კი სამართლადმცველებმა ზუგდიდის სასტუმროსა და თბილისში ნაქირავებ ბინაში მიაკვლიეს. სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მკვლელი ნივთიერებები გასაყიდად მზადდებოდა, რუსეთის მოქალაქეებს  "ქართული ოცნების" ოფისის მოპირდაპირედ ჰქონდათ აღებული. 

რუსი ცოლ-ქმარის გარდა პატიმრობაში არიან, ჩინეთის და გერმანიის მოქალაქეები. ოთხივე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებების ოპერაციები ერთდროულად ზუგდიდში, ბათუმში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა. ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებები.

გამოძიება ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს, რადგან ნარკოტიკების შეძენასთან ერთად შესაძლოა, დაკავებულები გასაღებისთვისაც გაასამართლონ.  გამოძიება ახლა მათი თანამზრახველების კვალზე გასვლას ცდილობს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 
 

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები