საქართველოში ბენზინი გაძვირდება - პუტინი საწვავის ექსპორტს 6 თვით აჩერებს

27.02.24 20:16
საქართველოში ბენზინი გაძვირდება - პუტინი საწვავის ექსპორტს 6 თვით აჩერებს

 

 

საქართველოში ბენზინი, მინიმუმ, 20 თეთრით გაზვირდება. მიზეზი პუტინის გადაწყვეტილებაა, რომელიც პირველი მარტიდან ექსპორტს ნახევარი წლით აჩერებს. რა რეალობის წინაშე დგება საქართველო? "ოცნების" ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა თითქმის სრულად დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთზე, ისე, რომ წლების განმავლობაში მთავრობას ალტერნატიულ მომწოდებლებზე არც კი უფიქრია. 

ხელისუფლება ხალხს არწმუნებდა, რომ რუსეთიდან შემოტანილი ბენზინი იაფია, თუმცა დღეს ირკვევა, რომ  ოკუპანტი სახელმწიფოდან საწვავი, მინიმუმ, 6 თვე აღარ შემოვა. რუსული ბენზინის მცირე დროში ჩანაცვლება კი შეუძლებელია, რაც პირდაპირ ნიშნავს  ქვეყანაში საწვავის დეფიციტს და მასზე ფასის ზრდას.  ბენიზნის გაძვირებას კი ჯაჭვური რეაქცია აქვს.  პარალელურად, მოსალოდნელია პროდუქტზე ფასის გაზრდაც.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები