სამოხელეო დანაშული და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - მესამე სექტორი წულუკიანს უჩივის

27.02.24 20:33
სამოხელეო დანაშული და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - მესამე სექტორი წულუკიანს უჩივის

 

 

მტკიცებულებები წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში დევს. ახლა ირაკლი შოთაძის გადასაწყვეტია დაიწყებს თუ არა გამოძიებას კულტურის მინისტრის წინააღმდეგ. რამდენიმე თვიანი მოკვლების შემდეგ მესამე სექტორმა გელათის რეაბილიტაციის პროცესი დეტალურად შეისწავლა და მინისტრის სავარაოდო დანაშაულიც გამოავლინა. სახეზეა სამოხელეო დანაშული და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. განცხადების ავტორები ამტკიცებენ, რომ სწორედ წულუკიანის მინისტრობის დროს მიადგა ისტორიულ ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი. 

არასწორი რეაბილიტაცია და კონსერვაცია. უგულებელყოფილია მინიმუმ 5 საექსპერტო დასკვნა, რამაც უნიკალური ფრესკების განადგურება გამოიწვია. სამუშაოები ტარდებოდა სველ კედლებზე, რის გამოც მხატვრობის ნიმუშები განადგურების პირასაა. ფაქტია, რომ სამინიტრომ მოსალოდნელი შედეგები ვერ გათვალა და ახლა ცდილობს, ისრები ტაძრის რეაბილიტაციაზე საპატრიარქოზე გადაიტანოს. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარები ამბობენ, რომ შეუქცევადი ზიანი გელათს სწორედ იმ დროს მიადგა, როდესაც ისტორიული ძეგლის რესტავრაციაზე პასუხუსმგებელი კულტურის სამინიტრო იყო.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები