პირველკლასელი ბავშვი ჯერ გააშიშვლეს და შემდეგ სცემეს - ბულინგი სკოლაში
პირველკლასელი ბავშვი ჯერ გააშიშვლეს და შემდეგ სცემეს. საქმეში პოლიცია მას შემდეგ ჩაერთო, რაც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მოზარდის მშობელმა განგაში სიციალურ ქსელში ატეხა. დედა ყვება, რომ არასრულწლოვანის ბულინგი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. სისტემატურად სცემდნენ და პირში ჭუჭყიან ნაჭრებს ტენიდნენ. ამ ყველაფერის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პედაგოგების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
ახლა მასწავლებლებმა პოლიციას უნდა აუხსნან, რა ხდება მათ სკოლაში. დაზარალებული მოსწავლე სამართლადამცველებმა უკვე გამოკითხეს. ჩვენებას აძლევენ პედაგოგებიც, თუმცა ბულინგის ფაქტს უარყოფენ და ყველაფერს ისევ მოზარდს აბრალებენ. ამბობენ, რომ პირველკლასელი დაუმორჩილებელი და კონფლიქტური მოსწავლეა, რის გამოც მშობელს მისი სხვა სკოლაში გადაყვანა არაერთხელ სთხოვეს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.