რომელ ხაზებს დაემატება 18-მეტრიანი ავტობუსები? -განრიგი ცნობილია

28.02.24 13:46
რომელ ხაზებს დაემატება 18-მეტრიანი ავტობუსები? -განრიგი ცნობილია

ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერი ავრცელებს და ამბობს, რომ ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მგზავრთნაკადის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

კახა კალაძის ცნობით, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა, რათა M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდონ.

თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია", - თქვა მერმა.

გადაწყვეტილება 2 მარტიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად შემდეგ მარშრუტებზე გადანაწილდება:

N301 - პირველი გაჩერება არის ქვედა მელითონეთა დასახლება, ავტობუსი გაივლის ორთაჭალას, ბარათაშვილის ქუჩას, რუსთაველს, ჭავჭავაძეს და მისი ბოლო გაჩერებაა პოლიტკოვსკაიას ქუჩა.

N308 - პირველი გაჩერებაა გლდანის ტბა, ავტობუსი გაივლის გურამიშვილის გამზირს, დიდუბეს,  მარჯანიშვილის ქუჩას, გალაქტიონის ხიდს, რუსთაველის გამზირს,  მისი ბოლო გაჩერებაა ბარათაშვილის ქუჩა.

N314 - პირველი გაჩერებაა დიდი დიღომი IV მ/რ, ავტობუსი გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, ჟვანიასა და სააკაძის მოედნებს, რუსთაველის გამზირს, მისი ბოლო გაჩერებაა ბარათაშვილის ქუჩა.

მსგავსი სიახლეები