ნადირობა ქართულ ლეგიონზე - პირველი ინტერვიუ რუსეთის მიერ პატიმრობამისჯილ მამუკა მამულაშვილთან
ცდილობენ, ჩემზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინონ, - ასე აფასებს უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრი მამუკა მამულაშვილი მოსკოვის მიერ მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებას. ქართველი მებრძოლი საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას რუსულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში ამხელს და "პირველებთან" აცხადებს, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ახლა რუსეთის ხელთაა, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს მთავრობას ჰქონდა.
წინასწარი პატიმრობა, ამ შემთხვევაში, მე შემიფარდეს. მანამდე კიდევ რამდენიმე შემთხვევა იყო.ეს დაკავშირებულია ჩვენს აქტივობასთან უკრაინაში, დაკავშირებულია ჩვენს ეფექტურობასა და იმასთან, რომ რუსეთი ქართულ ლეგიონს პირად მტრად აღიქვამს. ცდილობენ, რომ ფსიქოლოგიურად რამენაირად იმოქმედონ ჩვენზე, მაგრამ ეს გავლენას არ იქონიებს. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქე მოგზავნილია საქართველოს მთავრობასთან, რომელიც კავშირშია რუსეთის უშიშროებასთან და ცდილობენ, პირადი მონაცემების გამოკვლევას და შემდეგ უკვე გადასცემენ ამას რუსეთის სამართალდამცავებს", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
პუტინის სასამართლომ ქართული ლეგიონის მეთაურს პატიმრობის განაჩენი გამოუტანა - მამუკა მამულაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილა რამდენიმე საათის წინ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ გამოაქვეყნა. ახლა მამულაშვილი რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი და ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურები რუსი მეომრების წინააღმდეგ ბრძოლასა და სიძულვილის გაღვივებას ედავებიან.
მამულაშვილის გარდა სისხლის სამართლებრივი დევნა რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ კიდევ 70 ქართველზე დაიწყო.