ლილოში 20 წლის გოგო სავარაუდოდ მეგობარმა მოკლა
ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. "პირველების" ინფორმაციით, 20 წლის ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისმა მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა. მკვლელობის შემდეგ კაცმა გოგონა თხრილში ჩააგდო.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
"პირველები" მომხდარის დეტალებს არკვევს.