მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, ამბობენ, მკვლელი ქეთის ფულს სძალავდაო - რა მოხდა ლილოს დასახლებაში

28.02.24 17:17
მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, ამბობენ, მკვლელი ქეთის ფულს სძალავდაო - რა მოხდა ლილოს დასახლებაში

ლილოს დასახლებაში, 22 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე, ქეთი ჯავახიშვილის მეზობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ. ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდო მკვლელიც წინუბანში ცხოვრობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცს მოკლულის ოჯახთან ნათესაური კავშირი აქვს. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ის შეიძლება ფულის გამოძალვას უკავშირდებოდეს. ლილოს დასახლებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი მეზობელს "ფულს სძალავდა". 

გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში მუშებმა იპოვეს, საბოლოოდ კი ქეთი ჯავახიშვილი მამამ ამოიცნო. გოგონას ხელები ე.წ. მავთულით ჰქონდა შეკრული და ძალადობის კვალი ეტყობოდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს ორი ჭრილობა, ყელისა და ზურგის არეში აღენიშნებოდა. 

როგორც  მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც ქეთი ჯავახიშვილი სახლიდან გავიდა. 

მავ­თუ­ლით ჰქონ­და ხე­ლე­ბი შეკ­რუ­ლი, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყოო. მგო­ნი, ში­ნა­უ­რე­ბი არი­ან, ეჭვი აქვთ ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­ზე, ფულს სძა­ლავ­და ის ბიჭი მგო­ნი, ასე­თი ლა­პა­რა­კი მი­დის. ამ გო­გოს ტე­ლე­ფო­ნი უპო­ვი­ათ გა­ტე­ხი­ლი, იმას (სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვეს) ეძე­ბენ“, - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს.

როგორც "ტვ პირველს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები