წულუკიანის რეპრესიების ახალი ტალღა სპორტსმენების წინააღმდეგ - მინისტრმა ჩემპიონებს ხელფასი მოუხსნა

28.02.24 20:39
წულუკიანის რეპრესიების ახალი ტალღა სპორტსმენების წინააღმდეგ - მინისტრმა ჩემპიონებს ხელფასი მოუხსნა

წულუკიანის რეპრესიების ახალი ტალღა სპორტსმენების წინააღმდეგ - მკლავჭიდის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებს მინისტრმა ხელფასი მოუხსნა. უკვე ორი თვეა, ისინი უშედეგოდ ელოდებიან ანაზღაურების დარიცხვას. ადამიანები, რომლებიც საქართველოს სახელით ჩემპიონატებზე ასპარეზობდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიეს, გაოგნებულები არიან. არავინ იცის მიზეზი, რის გამოც წულუკიანმა შემოსავლის გარეშე დატოვა. მკლავჭიდის ჩემპიონები მინისტრის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებენ.

თეა წულუკიანმა მკლავჭიდის ფედერაცია მიზანში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამოიღო. სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რათა ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაეშალა. ამის გამო წულუკიანის უწყებას საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისთვის მილიონ დოლარამდე ჯარიმის გადახდა დაეკისრა. თუმცა მინისტრმა მსოფლიო ფედერაციის მიერ დაწესებული სანქცია არ აღასრულა.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები