"ოფიციალური ვალუტა რუბლი იქნება" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა "კანონპროექტი" პირველი მოსმენით მიიღო
26 მხარდამჭერი და 2 წინააღმდეგი - ოკუპირებული აფხაზეთის "პარლამენტმა" პირველი მოსმენით მიიღო "კანონპროექტი" „სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“.
დოკუმენტი ადგენს, რომ აფხაზეთის "ოფიციალური ვალუტა" რუსული რუბლია, ხოლო ყველა სხვა ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური.
აღინიშნება, რომ ოკუპირებული რეგიონის “ეროვნული ბანკის თავმჯდომარე” ბესლან ბარათელია ავადმყოფობის გამო სხდომას არ დაესწრო და მას შენიშვნები აქვს დოკუმენტთან. “დეპუტატმა” ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ “კანონპროექტში” შესწორებების შეტანა მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია.