22 წლის გოგონას დასახიჩრებული ცხედარი მამამ ამოიცნო - გაქცეული დამნაშავე და მკვლელობის შემზარავი დეტალები
თხრილში ჩაგდებული გოგონას დასახიჩრებული ცხედარი მამამ ამოიცნო. მოკლულია 22 წლის ქეთი ჯავახიშვილი. მას დანა ყელისა და ზურგის არეში ჩაარტყეს, მოკლულს ხელები მავთულით შეუკრეს, ცხედარი ლილოში დატოვეს და კვალის დაფარვის მიზნით ნარჩენები დააყარეს. სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ დანაშაულში ეჭვმიტანილ კაცს, რომელმაც 22 წლის გოგო სასიკვდილოდ გაიმეტა და გაიქცა. ის წინასწარი ინფორმაციით ოჯახის ნათელ მირონია.
გავრცელებული ინფრომაციით, ეჭვმიტანილი გოგონას აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა. ერთ-ერთი ბოლო მცდელობის დროს კი ახალგაზრდა ქალმა უარი უთხრა, რის შემდეგაც ის სასიკვდილოდ გაიმეტა. ირკვევა, რომ კაცმა გოგონას ღამის ორ საათზე დაურეკა და სახლიდან გარეთ გასვლა სთხოვა. ამის შემდეგ ქეთი ჯავახიშვილის კვალი ქრება. დილით ცხედარი დარაჯმა ხის საამქროს ტერიტორიაზე აღმოაჩინა. ამის შემდეგ ადგილზე მამა მივიდა. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მიყენებული ჭრილობების გარდა რა დაზიანებებია გოგონას სხეულზე.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.