გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 33 წლის კაცმა თანამზრახველთან ერთად თავდაპირველად ოპტიკის მაღაზია გაქურდა, შემდეგ კი აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის მოპარვა განიზრახა.
საქართველოს მოქალაქემ უკანა შესასვლელიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მასთან ერთად მყოფი 42 წლის კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.