დეტექტივი ახლობლის ყოფილ მეუღლეს იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა - საგამოძიებო

29.02.24 12:23
დეტექტივი ახლობლის ყოფილ მეუღლეს იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა - საგამოძიებო

პოლიციის თანამშრომელი მუქარაშია მხილებული - დეტექტივს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტიდან, უფლება-მოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურია ჩართული.

 კაციტაძის უწყების ცნობით,  პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, ყოფილი  ცოლ-ქმრის კონფლიქტში უკანონოდ ჩაერთო. ქალი შვილის საზღვარგარეთ გასაყვან ნებართვას ყოფილი მეუღლისგან ითხოვდა, რაზეც არაერთხელ უარი მიიღო, ამის შემდეგ, პოლიციელმა იარაღი აიღოო, კაცთან სახლში მივიდა შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა,  რომ თუ უვადო მინდობილობას ყოფილ მეუღლეს არ გადასცემდა, მასზე შურს იძიებდა და ნარკოტიკებს ჩაუდებდა. 

"აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა", - წერია განცხადებაში.

პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.  სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

 

მსგავსი სიახლეები