მოქალაქე ავტობუსში მოწყობილ სამალავში 535 000 ლარის ოქროს მალავდა - ხმაურიანი დაკავება სარფში

29.02.24 12:26
მოქალაქე ავტობუსში მოწყობილ სამალავში 535 000 ლარის ოქროს მალავდა - ხმაურიანი დაკავება სარფში

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის საბაჟო წესების დარღვევის გადმოტანისთვის ერთი პირი დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია 5 კგ-ზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომელსა საერთო ღირებულება, სავარაუდოდ, 535 000 ლარია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 5-წლიდან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით" - წერს უწყება.

მსგავსი სიახლეები