ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა - თარიღი ცნობილია
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 28 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა - მარტის აქციების მონაწილის განაჩენი, სავარაუდოდ, სწორედ 28 მარტს გახდება ცნობილი.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სასამართლო სხდომების პარალელურად, მმართველი პარტია გრიგორიადისის დისკრედიტაციას ცდილობდა და ოპოზიციურ პარტიებთან მის კავშირზე მიუთითებდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისს რამდენჯერმე უწოდა "ორიენტაციაარეული".
ოჯახის წევრების თქმით, ლაზარე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის დაკავშირებული და ქუჩაშიც მხოლოდ იმის გამო გადიოდა, რომ უსამართლობას ვერ იტანდა.