22 წლის გოგო ე.წ. წამლის ფულის გამო მოკლეს? - სასტიკი მკვლელობის მძიმე დეტალები
22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იზოლატორიდან ამ წუთებში სასამართლოს შენობაში გადაჰყავთ. კაცს, რომელსაც ნათესავის წამებით მოკლას და ხევში ჩაგდებას ედავებიან, რამდენიმე წუთში მოსამართლე მოუსმენს. პირველები კი ადგენს, რომ უმძიმესი დანაშუალი 22 წლის ოთო ცინდელიანმა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. ოჯახი ამბოს, რომ ნარკოდამოკიდებულების გამო, მის შვილს ფსიქიატრიულში მკურნალობაც კი დასჭირდა.
ერთ-ერთი ვერსიიით ცინდელიანმა ნათესავ გოგოს თბილისში ფულის გამოძალვის მიზნით ჩამოაკითხა. უნდოდა ნარკოტიკები ეყიდა და სავარაუდოდ უარის მიღების გამო ქეთი ჯავახიშვილს დანით გაუსწორდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ისევ სვანეთში დაბრუნებას გეგმავდა. ის პოლიციამ გზაზე, სამგზავრო მიკროავტობუსში დააკავა.მას ბრალი უკვე წაუყენეს. 21 წლის ბიჭი დუმილს სავარაუდოდ სასამართლო სხდომაზე დაარღვევს.
რა უთხრა ბრალდებულმა ადვოკატს? - დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.