"გახსენით კარი ახალი მოსამართლეებისთვის" - მოქმედი მოსამართლე სისტემის პრობლემებზე ალაპარაკდა
გახსენით კარი ახალი მოსამართლეებისთვის. ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლე, ტვ პირველის ეთერში დღეს სისტემის პრობლემებზე ალაპარკდა. ნინო ბაქაქური რომელიც მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის წევრად არ ითვლება, არ ერიდება თქვას, რა უკარგავს ხალხის ნდობას სასამართლოს. ბაქაქური დღეს შტატების განვითარების სააგენტოს ღონისძიებაზე გამოჩნდა, რომელსაც სანქცირებული კლანის ბოსები ბოიკოტს უცხადებენ
მოქმედი მოსამართლის აღიარების შემდეგ, "ოცნებას" გზად ამერიკის ელჩის გაფრთხილებაც წამოეწია. რობინ დანიგანი ხელისუფლებას ეუბნება, რომ თუ ქვეყანას სურს ევროპა, უნდა გატარდეს რეფორმები სასამართლო სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ ოცნებად დარჩება. ამერიკელი დიპლომატი, სავარაუდოდ იძულებული გახდა მთავრობისთვის სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ შეეხსენებინა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ოცნება" უარს ამბობს ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.