დაპირისპირება მცხეთის სკოლაში - სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და შანტაჟზე მე-7 კლასელი ალაპარაკდა
სავარაუდო სიცოცხლის მოსპობის მუქარა და შანტაჟი მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის - მეცხრე კლასელმა მეშვიდე კლასელი ბიჭი სკოლის საპირფარეშოში, სავარაუდოდ, დანით დააშინა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა მომხდარი დირექტორს უამბო, საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ. ახლა უნდა დადგინდეს, საიდან ჰქონდა მეცხრე კლასელს ცივი იარაღი და ვინ არის პასუხისმგებელი გააკონტროლოს, რა ნივთებით გადაადგილდებიან მოზარდები სკოლაში.
დაზარალებული ბიჭის დედა წესების გამკაცრებას ითხოვს, რადგან ირკვევა, რომ გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, უფროსკლასელმა თანასკოლელი, სავარაუდოდ, განმეორებით ისევ დანით დააშინა. დირექტორი თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ ბავშვების ჩხრეკის უფლება არავის აქვს.
ჩნდება კითხვა, რას აკეთებს სკოლაში მანდატურის სამსახური? - დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.