"ევროპიდან დეპორტაცია სასიკვდილო განაჩენია" - ონკოპაციენტები დიპლომატიურ უწყებებს მიმართავენ

01.03.24 14:01
"ევროპიდან დეპორტაცია სასიკვდილო განაჩენია" - ონკოპაციენტები დიპლომატიურ უწყებებს მიმართავენ

ონკოპაციენტები მოქმედებაზე გადავიდნენ. მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანები დიპლომატების ინფორმირებას იწყებენ. პაციენტები ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრს სიცრუეში ამხელენ. ამბობენ, რომ აზარაშვილის განცხადებები, თითქოს ქვეყანაში ონკოპაციენტების მკურნალობაა უფასოა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ონკოპაციენტები დღეს ავსტრიის საელჩოში იმყოფებოდნენ, მივიდნენ გერმანიის საელჩოშიც, სადაც სპეციალური წერილები შეიტანეს. ისინი ელჩებს სთხოვდნენ, შეჩერდეს ევროპაში სამკურნალოდ წასული ადამიანების დეპორტაცია.

ძალიან ცუდი სიტუაციაა. ონკოპაციენტებს აგდებენ ევროპის ქვეყნებიდან, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ წასულები სიცოცხლის გადასარჩენად. გვინდა, რომ ვთხოვოთ ელჩებს, სანამ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ გახდება სრულფასოვანი მკურნალობა შესაძლებელი, მანამდე ნუ გამოაგდებენ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც შეძლო და წავიდა სამკურნალოდ, არის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, რადგან ჩვენ დღეს საქართველოში არ გავქვს არც სრულფასოვანი მკურნალობა  და არ გვაქვს არც ხელმისაწვდომობა მკურნალობის. წასვლა ნიშნავს გაქცევას ისე, რომ ონკოპაციენტებს არ შეუსრულდათ ის დაპირებები, რომ სრულფასოვანი მკურნალობა იქნებოდა ხელმისაწვდომი, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 
 

აზარაშვილის პოლიტიკის გამო სხვა ქვეყნებში სამკურნალოდ წასულ ადამიანებს ახლა დეპორტაციით ემუქრებიან. ზურაბ აზარაშვილი ისე გაუშვეს სამსახურიდან, რომ, ფაქტობრივად, ონკოპაციენტებისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შეუსრულებია. მკურნალობა ქვეყანაში ისევ ლიმიტირებულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს ვეღარავინ პოულობს. 

მსგავსი სიახლეები