შანტაჟი სექსუალური შინაარსის ფოტოებით - პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი უპრეცედენტო მასშტაბზე გადის
პირადი ცხოვრების კადრების შანტაჟი უპრეცედენტო მასშტაბზე გადის. დაკავებულია 63 წლის კაცი, ვინც პარტნიორთან სქესობრივ კავშირს იღებდა, პარალელურად, მას ქალი საკუთარი სურვილით ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უგზავნიდა. როცა 39 წლის ქალმა დაშორება გადაწყვიტა, კაცმა ყველაფერი მისი ოჯახის წევრებს გადაუგზავნა. ბრლადებულის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად დევს სექსუალური შინაარსის მასალა, რომელიც მობილური ტელეფონიდან ამოიღეს.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ციხეში გაუშვეს 41 წლის კაციც, რომელმაც ქალთან ვირტუალური ურთიერთობა დაამყარა. ვიდეოზარით საუბრების დროს კი ბრალდებული ფარულად, მობილური ტელეფონით დაზარალებულს შიშველ სურათებს, ე.წ. სქრინებს უღებდა, ყველაფერს კი მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა. დანაშაულში მხილებულ კაცებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.