უახლესი ანტიდრონის იარაღი - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაგრებულმა რუსებმა შეიარაღება განაახლეს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაგრებულმა რუსმა სამხედროებმა შეიარაღება განაახლეს - საოკუპაციო ხაზთან მდგომი ე.წ. მესაზღვრები უახლესი ტიპის ანტიდრონებით არიან შეიარაღებულები.
ე.წ. საზღვრიდან დაახლოებით ას მეტრში რუს ჯარისკაცებს აქვთ იარაღი, რომელსაც პუტინი უკრაინაში დრონების ჩამოსაგდებად იყენებს. დავთ ქაცარავა ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოკლევას ხელისუფლებამ მეტი დრო უნდა დაუთმოს, რადგან რუსი ჯარისკაცები, არა მხოლოდ შეიარაღებას ანახლებენ, არამედ შეუჩერებლად თხრიან სანგრებს და აგებენ უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურებსაც.
ქარელის რაიონში ერთ-ერთ სოფელთან ვაწარმოებდით ჩვენ დაკვირვებას, რა დროსაც დავინახეთ ჩასაფრებაში მყოფი რუსები, რომლებიც იმალებოდნენ ოკუპაციის ხაზიდან 50 მეტრში. როდესაც დაინახეს, რომ ჩვენ იქ ვიყავით, მოტყდნენ და შემდეგ უკვე ჩვენ მოვახერხეთ დაფიქსირება იმ ახალი შეიარაღებისა, რომელიც საპატრულო ჯგუფებს აქამდე არ ჰქონიათ", - ამბობს ქაცარავა.