12 წლის ანას გარდაცვალების საქმე - გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა
ექსპერტს, რომელიც 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა, ბრალი დაუმძიმდა. სამსახურეობრივი გულგრილობის გარდა, ახლა მას მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლასაც ედავებიან, რაც ოთხწლიანი პატიმრობით ისჯება.
გამოძიების ვერსიით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა სექპერტო ნიმუშები სათანადოდ ვერ შეინახა, რის გამოც მტკიცებულებები ხელმეორედ კვლევისთვის ვეღარ გამოიყენეს.
12 წლის ანა დედის ვარაუდია, რომ ექსპერტმა შეგნებულად დააზიანა მტკიცებულებები.
დავით გრიგოლიამ დააზიანა როგორც ანაწმენდები, რომელიც მან აიღო და არასწორად შეინახა და შეფუთა, ასევე არ აიღო დაზიანებული უბნებიდან ანაწმენდები. თმა რომელიც ბავშვს ფრჩხილში ჰქონდა და დაასურათეს, ის თმაც ვერ შენიშნა. ამ სამი პუნქტით ვედავებით ახლა დავით გრიგოლიას და ვნახოთ სასამართლო რას გადაწყვეტს. არ არის ეს რიგირთი თანამშრომელი. ის აქტიურად იყო ჩართული და იმ ღამეს იყო მთავარი ბერკეტი რაც შეიძლებოდა გვქონდოდა ხელში. დასასჯელი ყველა უნდა დაისაჯოს. ამ ნაგავმა ყველაფერი მოსპო. ყელი სასწაულ დღეში ჰქონდა ბავშვს და ჩავთვალე რომ არ უნდა ამეღო ნიმუშიო, რატომ ჩათვალა? 15 წლიანი სტაჟია, მემგონი ეს არცოდნა კი არა შეგნებულად არის ეს გაკეთებული", - ამბობს დედა.
ადვოკატის თქმით, ის რაც ექპერტმა ჩაიდინა არა სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა იყო.
ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო თავიდანვე, რომ ეს არ იყო სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ ეს იყო მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მტკიცებულებები დაობდა. ამიტომ ეს თავიდანვე მკაფიო იყო, რომ ამ მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძება. ამბობს ადგოკატი.
ექსპერტისთვის ბრალდების შეცვლას ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" მოითხოვდა.
ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა.
თავდაპირველად, ექსპერტს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] ჰქონდა წარდგენილი, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
უკვე ერთ წელზე მეტია, ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიდის, თუმცა მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებული ისევ არ არის.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.