სტალინის გამოსახულებიანი სკანდალური ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება - რას ამბობს ირმა ინაშვილი

02.03.24 13:10
სტალინის გამოსახულებიანი სკანდალური ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება - რას ამბობს ირმა ინაშვილი

მატრონა მოსკოველის სკანდალური ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება - საპატრიარქომ საზოგადოებრივი ვნებათაღელვის შემდეგ, სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის ტაძრის კარი ჩაკეტა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა დაუდასტურა.

ხატი, რომლის გამოც სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს, უკვე რამდენიმე კვირა ხატმწერთანაა, რათა სტალინის გამოსახულება წაიშალოს, თუმცა მამა იოვანე მჭედლიშვილი "პირველებს" პირად საუბრებში უყვება, რომ ხატი ჯერ კიდევ ისეთ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც გაიტანეს ტაძრიდან და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჩასწორება, ხატს სამებაში აღარ დააბრუნებენ.

ასევე ირკვევა, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ხატის ირგვლივ მსჯელობს, თუ როგორ უნდა მოხდეს სკანდალური ხატის კორექტირება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსენსუს ჯერ ვერ მიაღწიეს, ამიტომაც ხატის ტაძარში შესაძლო დაბრუნება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა არქიმანდრიტი "პირველებთან" პირად საუბარში ამბობს, რომ ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება.

ასევე გაურკვეველია ხატის ტაძარში დაბრუნების ბედი ირმა ინაშვილისთვისაც. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ვითვალისწინებთ საპატრიარქოს რჩევას და ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ მთლიანად გადავიდა საპატრიარქოს პრეროგატივაში ხატის შემდგომი ბედი. რას აპირებენ, როგორ აპირებენ, აქამდე რა გააკეთეს, მე არ ვფლობ ინფორმაციას", - ამბობს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები