საპროტესტო აქცია თბილისში - მძღოლებმა კალაძეს წამზომი ჩაურთეს

02.03.24 13:26
საპროტესტო აქცია თბილისში - მძღოლებმა კალაძეს წამზომი ჩაურთეს

რა გეგმა აქვს თბილისის მერიას საპარკინგე სივრცეების მოსაწყობად? - კახი კალაძეს წამზომი ჩაურთეს. დედაქალაქის მერის სამსახურთან დღეს უკმაყოფილო მძღოლების აქცია გაიმართა.

მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად ავტომობილებით გადაადგილდებიან, მერიისგან ქალაქში დამატებით საპარკინგე ადგილების მოწყობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები "პირველებს" უყვებიან, რომ თბილისში ვითარება კონტროლიდან არის გამოსული, ამიტომ მძღოლებს მანქანების გასაჩერებლად ადგილები არ ჰყოფნი. არასწორი პარკირების გამო კი ჯარიმა-ჯარიმაზე მისდით. 

იმ შემთხვევაში, თუ კალაძე უახლოეს მომავალში ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მძღოლები საპროტესტო აქციას პერმანენტულ რეჟიმში გამართავენ.

პრობლემა არის თბილისელი მოსახლეობის საპარკინგე ადგილების არქონასთან დაკავშირებით და იწერება უკანონოდ ჯარიმები. მერიას აქვს ვალდებულება, ეს პრობლემა მოაგვაროს, შექმნას დამატებითი საპარკინგე ადგილები და მანამდე შეამციროს ჯარიმა", - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები