ფიზიკური დაპირისპირება ჩხოროწყუს მერიაში - რას ამბობს მერიის ყოფილი თანამშრომელი
ფიზიკური დაპირისპირება ჩხოროწყუს მერიაში - ჩხოროწყუს მერს დავით გოგუას, გავრცელებული ინფორმაციით, პასუხები მერიიდან გათავისუფლებულმა კაცმა მოსთხოვა.
შემთხვევა ათობით ადამიანის თანდასწრებით მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, საქმე იქამდე მივიდა, რომ გამგებელს და სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს ერთმანეთისგან ადგილობრივები აშველებდნენ.
არსებობს ვერსია, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
მერიის ყოდილი თანამშრომელი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება.
ყველაფერს სასამართლო დაამტკიცებს. სხვა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ბატონ დავითთან კონფლიქტი არ მქონია. ჩვენ მეგობრები, თანაგუნდელები ვართ. გაუგებრობა არის და დალაგდება ეს ყველაფერი", - ამბობს მერიის ყოფილი თანამშრომელი ედიკ კვარაცხელია.
მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. როდის იმსჯელებს ზუგდიდის სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.