პროტესტის შედეგი - პრორუსული ღონისძიების მასპინძლობაზე "პულმანმა" უარი თქვა

02.03.24 21:47
პროტესტის შედეგი - პრორუსული ღონისძიების მასპინძლობაზე "პულმანმა" უარი თქვა

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, სასტუმრო „პულმან თბილისმა პრორუსული ღონისძიების მასპინძლობაზე უარი თქვა. საუბარია, რუსული კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, აქსის თაურესში, 6-7 მარტს უნდა გამართულიყო.

„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით კონფერენცია გაუქმებულია. გულნატკენი და დამწუხრებული ვართ, მაგრამ ეს არის არსებული ვითარება“, — ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დაწერეს კონფერენცია OpenTalks.AI-ის ორგანიზატორებმა.

აღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასტუმრო „პულმან თბილისმაც“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი.

სასტუმრო ყოველთვის ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ქმნის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოს“, — აცხადებს სასტუმრო „პულმან თბილისი“.

ინფორმაცია, რომ პუტინის გარემოცვის წევრები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებოდნან გასულ კვირას გავრცელდა. 

ცნობისთვის, "სკოლკოვო" 2010 წელს პუტინის ინიციატივით დაფუძნდა და ეს ორგანიზაცია რამდენიმე მილიონი რუბლითაც დააფინანსა.

 

მსგავსი სიახლეები