მურუსიძის განცხადება, თითქოს ე.წ. ვეტინგი ყველა მოსამართლეს შეეხება, სიმართლეს არ შეესაბამება - ნაზი ჯანეზაშვილი

04.03.24 11:27
მურუსიძის განცხადება, თითქოს ე.წ. ვეტინგი ყველა მოსამართლეს შეეხება, სიმართლეს არ შეესაბამება - ნაზი ჯანეზაშვილი

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას და თავად მოსამართლეებსაც, თუკი ისინი მართლები არიან, მოსამართლეების  კეთილსინდისიერების ტესტის გავლა არ უნდა აშინებეთ. ჯანეზაშვილი ასევე ამბობს, ლევან მუსურიძის განცხადებას, თითქოს ე.წ. ვეტინგი ყველა მოსამართლეს შეეხება, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ტესტის გავლა მხოლოდ იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომლებიც მაღალ პოზიციებზე არიან დანიშნულები. 

ევროკავშირის რეკომენდაცია ეხება სწორედ იმ ჯგუფს, რომელსაც აქვს მაღალი პოზიციები სასამართლოში და არა, რა თქმა უნდა, ყველა მოსამართლეს. და როდესაც ამბობენ, მაგალითად ლევან მურუსიძე, რომ თითქოს ამით ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმების სურვილი აქვს ევროკავშირს და ეს არის მათი პირობა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და სინამდვილე არის ის, რომ სისტემაში ყველაზე მთავარი მმართველი რგოლის კეთილსინდისიერება უნდა შემოწმდეს. ნებისმიერი მოსამართლე საქართველოში ინიშნება სწორედ იმის საფუძველზე, რომ ის უნდა იყოს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი. ამას მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. ამდენად, თუკი ისინი მართლაც არიან კეთილსინდისიერები და ფიქრობენ, რომ ამ კრიტერიუმს ნამდვილად დააკმაყოფილებენ, მაშინ ამის შიში არ უნდა არსებობდეს და ხელისუფლებაც უფრო თამამი უნდა იყოს ასეთ დროს, როდესაც ისინი იღებენ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

სასამართლო კლანის ბოსი ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ ვეტინგის სისტემა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ემსახურება.  

მსგავსი სიახლეები