სასტიკი მკვლელობა კასპში - მამაკაცი სასაფლაოზე აწამეს

15.03.21 11:04
სასტიკი მკვლელობა კასპში - მამაკაცი სასაფლაოზე აწამეს

სასტიკი მკვლელობა კასპში -  დაუდგენელმა პირმა ნოდარ ღუნაშვილი ჯერ სასაფლაოზე აიყვანა, შემდეგ კი  ცივი იარაღით დასერა. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ 33 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გარდაცვლილი უკვე სახლშია გადასვენებული. 

განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავეს. მკვლელობის მოტივად მეზობლებს შორის  პირადი შუღლი სახელდება, რაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.  მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები