შავ ბაზარზე გაყიდული ნებართვები - სატვირთოების მძღოლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

06.03.24 17:23
შავ ბაზარზე გაყიდული ნებართვები - სატვირთოების მძღოლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

ტრაილერის მძღოლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. განცხადება მძღოლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა დაასრულეს. ერთი საათის განმავლობაში ისინი მინისტრს და მის მოადგილეს უხსნიდნენ, რა სავარაუდო კორუფციული სქემა მოქმედებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში. მძღოლების თქმით, ვიდრე ტრანსპორტის სააგენტოში არსებული კორუფციული სქმემასთან დაკავშირებით გამოზიება არ დაიწყება, აქციები არ შეწყდება. მძღოლებმა ასევე თანამდებობიდან ლევან გამყრელიძის გათავისუფლება მოითხოვეს და ამისთვის ეკონომიკის სამინისტრის ერთკვირიანი ვადა მისცეს. 

არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაქსიმუმ, ერთი კვირის ვადაში ყველაფერი გაირკვევა, თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ ვიშლებით. მოთხოვნა იგივეა: ლევან გამყრელიძე უნდა გადადგეს თავის თანამშრომლებთან ერთად, ვინც ამ სქემაში იყო ჩართული და არ დავიშლებით, პირიქით, უფრო მოვიმატებთ, - ამბობს პროტესტის მონაწილე მძღოლი. 
 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში "პირველებს" დაუდასტურეს, რომ  სპეციალური დოკუემნტი ხელმსიაწვდომი უკვე 15 იანვრიდან აღარ არის და დოკუმენტის მოსაპოვებლად სპეციალური რიგის დაკავებაა საჭირო.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდ სკანდლში ეხვევა - უწყების თავმჯდომარეს,  ლევან გამყრელიძეს და მის გარემოცვას კორუფციაში ადანაშაულებენ.

მძღოლები ირწმუნებიან, რომ ტვირთების გადასაზიდად საჭირო ნებართვას სააგენტო თვეებია აღარ გასცემს, რადგან მათი მტკცებით, დოკუმენტი, რომელიც 150 ლარი ღირს, შავ ბაზარზე 400 დოლარად ანუ სამმაგ ფასად იყიდება. ამ სქემის სათავეში კი მძღოლების მტკიცებით, სააგანეტოს თვამჯდორე ლევან გამყრელიძე და მისი ახლო გარემოცვა დგას.

მსგავსი სიახლეები