ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

03.07.21 14:48
ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის) მუხლებით დაიწყო.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "სინოფარმის" მისაღებად რეგისტრაცია 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი ამ დრომდე გათიშულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს.