მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საეჭვო ქონება - მესამე სექტორმა განგაშის სიგნალი ჩართო

10.03.24 11:44
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საეჭვო ქონება - მესამე სექტორმა განგაშის სიგნალი ჩართო

შაბათის ეთერში გასული რეზონანსული რეპორტაჟის შემდეგ მესამე სექტორმა განგაშის სიგნალი ჩართო. საქმე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საეჭვო ქონებას ეხება. 

მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე ადამიანებს აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა, სწორედ მოსამართლეთა დაუსაბუთებელი ქონების გამო არ უნდოდეს სასამართლო კლანს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და ვეტინგის სისტემის დანერგვა.

სიუჟეტი, რომელიც გავიდა ტვ პირველზე მიქაუტაძესთან დაკავშირებით,კიდევ ერთხელ ადასტურებს და წარმოაჩენს ამ პრობლემას, რომ საქართველოში მდიდარი და გავლენიანი მოსამართლე არის, ფაქტობრივად, ეპითეტი მაღალ პოზიციაზე მყოფი მოსამართლეების შეფასებისას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ შემოწმდეს მათიკეთილსიდისიერება, რამდენად კანონიერი გზებით მოიპოვეს ეს ქონება, ხომ არ იტყუებიან, ხომ არ არის ამის უკან დამალული სხვა კორუფციული გარიგებები და ა.შ. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება, კვლევა, ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ მას არ ჰყავდეს საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც არიან კორუფციაში ჩართული და ხელისუფლების ნება, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, - ამბობს "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი. 

დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილიც.

საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რომ რატომ ხდდება ამ ქონების დაგროვება მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ხელში და ვერ ხდება მოსამართლეთა მეორე ჯგუფის ხელში და ამ შეკითხვას პასუხი შეიძლება გაეცეს დამოუკიებელი გამოძიების მეშვეობით, რაც შეიძლება ჩატარდეს იგივე ვეტინგის ფორმით. სასამართლოში კორუფციის შესაძლებლობა შედარებით შეზღუდული იყო 2019 წლამდე, ვინაიდან კლანი ვერ აკონტროლებდა უზენაეს სასამართლოს. 2019 წლიდან, როდესა კლანი აკონტროლებს უზენაეს სასამართლოს, აქ კორუფციის შესაძლელობები გაიზარდა, - ამბობს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს ფაქტები, რომლის მიხედვითაც არსებობს ეჭვი, რომ უზენაესი სასამართლოსს თავმჯდომარის მოადგილემ, სავარაუდოდ, მდიდრული სახლი აიშენა. 

მსგავსი სიახლეები