ონკოპაციენტებს რას ახვედრებთ? სიცოცხლეზე დაწესებულ ლიმიტს? - სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას
საეჭვო წამლები ბანგლადეშიდან ონკოპაციენტებისთვის - შაბათის ეთერში გასხულ ხმაურიან რეპორტაჟში "სტრატეგია აღმაშნებელი" საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. სერგო ჩიხლაძე პირდაპირ ივანიშვილის ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინსტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებამ" ამჯერად კიდევ უფრო გამდიდრება ონკოპაციენტების ხარჯზე გადაწყვიტა. მისი თქმით, საზღვარგარეთ წასულ ქართველ ონკოპაციენტებს მთავრობა ადეპორტებინებს, აქ კი სიცოცხლეზე აწესებულ ლიმიტს და საეჭვო წამლებს ახვედრებს.
მინდა მივმართო ივანიშვილს და მის მინისტრებს, სულ დაკარგეთ ადამიანობა? სულ დაკარგეთ სინდისი? ტენდერებიდან, გზების დაგებიდან, სხვადასხვა სქემებიდან, მონოპოლიებიდან მიღებული ფული და ბევრი მილიონი აღარ გყოფნით? ახლა გადაწყვიტეთ, ონკოპაციენტების ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრდეთ? ონკოლოგიური დიაგნოზი ეს ხომ არის უდიდესი ფსიქოლოგიური, ფიზიკური სტრესი ადამიანებზე, მათ ოჯახებზე, უდიდესი ფინანსური წნეხი და თქვენ ამ ადამიანებზე გადაწყვიტეთ კიდევ მეტი ფულის კეთება? რას ეუბნებით ამ ადმაინებს? უფრო მეტიც, ფსიქოლოგიურ ტერორში ჩააგდეთ ეს ადამიანები, რომ მათი უმრავლესოა ფიქრობს, რომ მათი მკურნალობა, რომელიც აქამდე გაიარეს,სწორია თუ არასწორი? ამაზეც არ გაჩერდით, გადაწყვიტეთ, ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც საკუთარი გაღარიბების ხარჯზე, ძივს მოახერხეს, საზღვარგარეთ წასვლა, მკურნალობის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა და იმატაც ადეპორტებენ, იმიტომ, რომ აქედან უპატაკებთ, რომ ყველაფერი ულიმიტომა, ყველაფერი კარგადაა. და აქ რას ახვედრებთ? ციცოხლეზე დაწესებულ ლიმიტებს და გაურკვეველ სქმებს წამლების მიწოდების. უფრო შორს წახვედით, ექიმებსაც მოსცხეთ ჩირქი, ბატონო ივანიშილო და მის მინისტრებს მივმართავ. გააჩინეთ დიდი უნდობლობა პაცინეტს და სამედიცინო პერონალს შორის და დავსვათ მარტივი კითხვები: ვინ არის ამაში დამნაშავე?ვინ შეისყიდა ეს წამლების პარტია? ჯანდაცვის სამინისტრომ. ვინ გასცა ფინანსური გარანტიები? ჯანდაცვის სამინისტრომ. ვის უნდა შეემოწმებინა ხარისხი და ასევე მწარმოებლის მანიფაქტურა? ჯანდაცვის სამინისტროს. ვინ შემოიტანა ეს მილიონობით ღირებულების პარტია წამლების საქართველოს საბაჟოზე და ვინ გასცა ამის ნებართვა? სახელმიფომ ისევ. ასე რომ, ყველა კომპინენტში დგინდება ბრალეულობა ივანიშვილის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროსი და პრემიერ-მინისტრის, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ზურაბ აზარაშვილმა პოსტიდან წასვლის შემდეგ თავი ფარმაცევტული კომპანიების შეთქმულების მსხვერპლად გამოაცხადა და იქვე დაწერა, რომ ებრძოდა მათ შორის 60 ონკოლოგის გარიგებას, რომლებიც პაციენტებს საეჭვო წარმომავლობის არარეგისტრირებულ წამლებს უნიშნავდნენ. ექსმინისტრმა იქვე მიანიშნა, რომ ექიმები ამ წამალს არაკეთილსინდისიერად ნიშნავდნენ.
"შაბათის ეთერს" მეტი განმარტების მიღება სურდა, თუმცა ზურაბ აზარაშვილი დუმს. "შაბათის ეთერმა" კი დაადგინა, რომ პროკურატურაში გამოძიება კომპანია "ვილბი ფარმას" მიერ ბანგლადეშიდან შემოტანილ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.