ვაქცინაცია რეგიონებშიც დაიწყო

15.03.21 12:13
ვაქცინაცია რეგიონებშიც დაიწყო

თბილისის გარდა ვაქცინაცია რეგიონებშიც დაიწყო.  იმერეთში სამედიცინო დაწესებულების კარი ექიმების, ექთნებისა და სანისტრებისთვის გაიღო. იმუნიზაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს ,,ინტერვენციული მედიცინის ცენტრში" მიმდინარეობს. იმერეთში ჩატანილია ხუთი ათას 500 დოზა ვაქცინა, მაგრამ იმუნიზაციის მსურველი მხოლოდ 30 მედიკოსია.  ქუთაისში პირველი ექიმი, ვინც ,,ასტრაზენაკათი" აიცრა, კარდიოქირურგი ნიკა ვაშაყმაძეა. 

საქართველოში შემოტანილი ,,ასტრაზენაკას" კორეული სერიის  43 ათას ორასი დოზიდან ნაწილი აჭარაში გაიგზავნა... რეგიონში ვაქცინაციის 9 კაბინეტია მოწყობილი. მათ შორის ოთხი ბათუმში, ხუთი კი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  ქალაქში. ბოლო ინფორმაციით, ბათუმში დღეს ასტრაზენაკათი 50 მედიკოსი აიცრა... ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მსგავსი სიახლეები