ელჩი არაფერია, მოკვდება და ნახავს სად იქნება - მეუფე სტეფანეს ქადაგება
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ამბიონიდან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და მრევლს მოუწოდა, ხვალ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე შეიკრიბონ. მეუფე სტეფანემ ქადაგებისას ის დიპლომატები გააკრიტიკა, რომლებმაც პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
რა უნდა ელჩს საქართველოში რაღაცა აქცია ტარდება და ამ აქციის მხარდამჭერებში? თუ ელჩი რამე სიტყვის ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი რასაც ამბობს ის არაფერი არის, ჩვენ პირიქით ვამბობთ, ელჩი არაფერი არ არის ის ელჩიც მოკვდება და ნახავს სად იქნება.ცოდვის მონობაში მყოფი ჯგუფი დამიყენეს როგორც არბიტრი ჩემს ცხოვრებაში. ეკლესიამ ორჯერ გამოაცხადა და კიდევ გამოაცხადებს, ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას. და როცა ხალხი ამბობს ამას არ ვღებულობთ, ეს არის ის შენ რომ ცოდვილი ხარ ეს არ უნდა შეირგო როგორც სიკეთე, ამ ცოდვას უნდა ებრძოლო", - თქვა მეუფე სტეფანემ.