სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ელიტისთვის - მოსახლეობა ოზურგეთში აქციას მართავს

04.07.21 15:26
სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ელიტისთვის - მოსახლეობა ოზურგეთში აქციას მართავს

გომის მთის მოსახლეობამ ოზურგეთის მერიასთან აქცია გამართა. ისინი შერჩევით სამართალს აპროტესტებენ და ითხოვენ, მიეცეთ სახლების გარემონტების საშუალება. საქმე ეხება კურორტზე სამშენებლო მასალების ატანას, მოსახლეობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ სახლების გარემონტების საშუალებას არ აძლევს. 

აქციის მონაწილეების თქმით, კურორტზე სამშენებლო მასალების ატანის უფლებას "ოცნებასთან" დაახლოებულ პრივილეგირებულ მოქალაქეებს აძლევენ, მათ შორის არიან პოლიციელები და სასულიერო პირები, ასევე საკრებულოში დასაქმებული ადამიანები.

მოდის ტურისტული სეზონი,ბუნებრივია,  ყველას აქვს სურვილი, რომ შეაკეთოს და შეალამაზოს სახლი, რომ სეზონმა წარმატებით ჩაიაროს, მაგრამ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი რატომღაც მოქმედებს მხოლოდ ამ ხალხზე, ვინც არის კანონიერი მფლობელი", - ამბობს ადგილობრივი.

აქციის მონაწილეების დანახვისას, გურიის გუბერნატორი ადგილიდან გაიქცა და მოსახლეობას არ შეხვდა.გიორგი ურუშაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.

მოსახლეობა ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს, მათი მოტხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ შიმშილობა დაიწყონ.