დარბეული ეკლესია - შემოქმედის ეპარქიის ტაძარში კაცი ნაჯახით შევარდა

04.07.21 17:05
დარბეული ეკლესია - შემოქმედის ეპარქიის ტაძარში კაცი ნაჯახით შევარდა

ოზურგეთში, შემოქმედის ეპარქიის გვერდით არსებულ  საკათედრო ტაძარში 55 წლამდე  მამაკაცი ეკლესიაში ნაჯახით შევარდა და დაარბია.ადგილობრივების თქმით, ნაჯახით შეიარაღებულმა პირმა  სამეუფეო ტახტი დალეწა და მაცხოვრის ხატი დააზიანა.  დაზიანებულია  ასევე ეკლესიის კარები და სასანთლეებიც.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცი ყვიროდა და ეკლესიის ინვენტარს ნაჯახით ლეწავდა.

კაცმა ნაჯახი საპატრულო ეკიპაჟის მანქანასაც მოუქნია.

მამაკაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს.