გამომიგზავნა "ნუდები" - ახალგაზრდა კაცი სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს

04.07.21 20:32
გამომიგზავნა "ნუდები" - ახალგაზრდა კაცი სასულიერო პირს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდა მამაკაცი "პირველებთან" ყვება, რომ სასულიერო პირი მას თვეების განმავლობაში სექსუალურად ავიწროებდა. ახალგაზრდას ფაქტის დამადასტურებელი მიმოწერებიც აქვს.სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ მღვდელი "ნუდებს" უგზავნიდა. კაცის მტკიცებით, სექსუალური შევიწროების ფაქტი პირველად  მაშინ მოხდა, როცა სასულიერო პირს პირადი ისტორია გაანდო. 

შევხვდით ქალაქ თბილისში ერთ-ერთ კაფეში,  სადაც დავუწყე მას ჩემი ისტორიის მოყოლა რა დროსაც ხელი შემომიცურა ფეხებს შორის და მითხრა ძალიან დამამშვიდებელი ტონით, რომ ეს არ იყო პრობლემა და ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან თვითონაც არ იყო გულგრილი პატარა ბიჭების მიმართ, გამომიგზავნა ნუდისტური ფოტოები, მისი სასქესო ორგანოების, ვაჩვენებ იმ საზოგადოებას რომელიც პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მიდის", - ამბობს სავარაუდო მსხვერპლი.