მარშის საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გაავრცელებს - Tbilisi Pride

05.07.21 10:11
მარშის საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გაავრცელებს - Tbilisi Pride

თბილისი პრაიდის კვირეულის დასკვნითი დღე - ღირსების მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას დედა ენის ბაღთან დაასრულებენ. ცერემონიალის უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით პრაიდის ორგანიზატორებს შსს-თან მუდიმივი კომუნუკაცია აქვთ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიცია ვითარებას ადგილზე რაციებით აკონტროლებს.

Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის შესახებ საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გააჟღერებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მარშის მონაწილეები ცდილობენ, მაქსიმალურად შეამცირონ დაგეგმილი კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა. ​

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან" – ნათქვამია Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო.