"პასუხისმგბელობის არიდება და თვალებში ნაცრის შეყრა" - მესამე სექტორის პრემიერის ბრალდებებს პასუხობს

12.03.24 11:27
"პასუხისმგბელობის არიდება და თვალებში ნაცრის შეყრა" - მესამე სექტორის პრემიერის ბრალდებებს პასუხობს

"პასუხისმგებლობის არიდება" - ასე აფასებს მესამე სექტორი პრემიერის განცხადებას, რომელმა თქვა, რომ აშშ-ს ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი სწორედ არამსათავრობოებზე მოდის და დაფინანსების შემცირებაც სწორედ მათი მიზეზიც მოხდა.

მესამე სექტორში ირაკლი კობახიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამერიკის დახმარების დიდი ნაწილი არა არასამტავრობოებზე, არამედ სახელმწიფო უწყებებში მიდის. 

ნებისმიერმა პირმა რომ ჩაშალოს ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რას ხმარდებოდა აშშ-ს დახმარება, ნახავს, რომ ეს არ ხმარდებოდა საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი ასევე მოდიოდა მართლმსაჯულებზე, სასამართლო სისტემის, მედიის დამოუკიებლობაზე, ასევე მისი დიდი ნაწილი მიდიოდა სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამიტომ, ის, რომ ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრალია, ეს არის პასუხისმგბელობის მოხსნა და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც არ არის კარგად ჩახედული ამ თემაში, ასე ვთქვათ, თვალებში ნაცრის შეყრა, - ამბობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი თამარ ხიდაშელი.

ამავეს ამბობს  ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.

როდესაც ჩვენ გავქვს ურთიერთობაჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-დან, მათთის პრიორიტეტი ნამდვილად არის საქართველოში დემოკრატიის გავითარება, ადამიანის უფლებების დაცვა. დიიდ ნაწილი, სწორედ ვინც იღებს ამ დახმარებას, არის სწორედ სახელმწიფო უწყებები, - ამბობს 

შტატები  საქრათველოს ფინანსურ დამხარებას უმცირებს. ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორისგან 2025 წელს  8 მილიონით ნაკლებ დოლარს მიიღებს. გადაწვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო და დოკუმენტი დასამტკიცებულად კონგრესააც გადაუგზვანა. შტატბის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარება წლების განმავლობაში 88 მილიონი იყო. ახლა თეთრმა სახლმა ეს თანხა 80 მილიონმადე შემცირა. ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ ეს ფული ქვეყანამ მედია გარემოს გუმჯობესებას ,კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და მთავრობის ზედამხედველობის გაძლიერებსითვის უნდა გამოიყენოს. 

მსგავსი სიახლეები