ვისაც სურს, ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით და ზიზღით, არღვევენ კონსტიტუციას - დეგნანი
ისინი, ვისაც სურს, რომ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობით შეუშალონ ხელი, საქართველოს კონსტიტუვციას არღვევენ - ამბობს აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი.
დიპლომატის შეფასებით, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას და მათ შორისაა მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, აზრი იყოს არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივი, ჩვენ ძალიან ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევას ამ უფლების დაცვის გარანტირებაში, ეს საკმაოდ რთული საქმეა პოლიციელებისთვის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციელებს აქვთ სათანადო უნარი და პროფესიონალიზმი და განათლება იმისთვის, რომ საშუალება მისცენ მშვიდობიან მონაწილეებს, გამოხატონ თავიანთი უფლება.
ვისაც სურს, რომ ამ მშვიდობიან მსვლელობას ძალადობითა და ზიზღით ხელი შეუშალონ, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრებმა გამოავლინონ შემწყნარებლობა, თანაგრძნობა და პატივისცემა და საშუალება მისცენ პოლიციელებს, რომ უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა", - თქვა ელჩმა.